იტალიამ კოაბზონს ერთწლიანი ვიზა მისცა

იტალიამ კოაბზონს ერთწლიანი ვიზა მისცა

არ მიუმართავს“ბატონ კობზონს იტალიის ნაციონალური ვიზა ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე მიეცა, რომ მან მკურნალობა ჩაიტაროს. ეს ფაქტი არანაირ პოლიტიკურ სარჩულს არ შეიცავს” – ნათქვამია მოსკოვში იტალიის საელჩოს პრეს-სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

გაცემული ვიზა დეპუტატს უფლებას აძლევს 90 დღის მანძილზე იმყოფებოდეს იტალიაში და ის არ გულისხმობს შენგენის სხვა ქვეყნებში შესვლის უფლებას.

რამდენიმე ხნის წინ დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადებით, მან ვიზის მიღება რუსეთის პრეზიდენტის დახმარებით შეძლო.

იოსებ კობზონს, როგორც რუსეთის დუმას დეპუტატს, ფორმალურად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა ეკრძალება რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მოვლენების გამო დაწესებული სანქციების გამო.

banner
წინა სტატიაშილედი გაგას ,,ხორცის ტანსაცმელი,, დააკონსერვეს… (ფოტოები)
შემდეგი სტატიაგაერო: ღაზას სექტორი 5 წელში სრულიად დაცარიელდება