ის სპეცეფექტები და დაჭერები, რომლებსაც ისინი გეგმავდნენ და რეფორმებად ყიდდნენ, ჩავარდა

თეა წულუკიანი -

wulukianiიუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში რეფორმების გატარება ვერ მოახერხა.

როგორც „იმედის კვირაში“ წულუკიანმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ გაუშვეს ის კიევიდან უკრაინაში.

„უკრაინიას სჭირდება გულწრფელი, აქტიური და უანგარო მხარდაჭერა. ეს არის დაინტერესებული დახმარება, სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტზე დანიშვნას აფასებს, როგორც პოზიტივს, მხოლოდ საკუთარი ეგოისტური გადასახედიდან, რომ მისთვის ეს არის კომფორტი; რომ აღარ მოუწევს საქართველოში ჩამოსვლა; რომ მას შეუძლია ორი წელი მშვიდად იყოს. მაგრამ ის მშვიდად არ არის და ვერ იქნება იმიტომ, რომ დიდია უკრაინელ ხალხში იმედგაცრუება. ის სპეცეფექტები და დაჭერები, რომლებსაც ისინი გეგმავდნენ და რეფორმებად ყიდდნენ, ჩავარდა. ვერ იჭერენ, იმიტომ, რომ უკრაინელი ხალხი ვერ უშვებს იმას, რომ მივარდე კამერით და ისე, რომ მტკიცებულებები არ გაქვს, დააკავო ადამიანები.

კიევში არც ერთი რეფორმა მისი ხელმძღვანელობით არ განხორციელებულა. არ არის ჩემი ფუნქცია შევაფასო, რატომ წავიდა კიევიდან ოდესაში, უბრალოდ იმის მიხედვთ, რაც მოვისმინე არის ის, რომ კიევში მან უბრალოდ ვერ ივარგა და ოდესაში გაუშვეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“ძველი ოდესელისგან – ახალს” – ჟვანეცკის რა სამახსოვრო წარწერა გაასაჯაროვა სააკაშვილმა
შემდეგი სტატიაწულუკიანი: სულაც არ მითქვამს, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება