,,ის, თუ ვინ იქნება პარლამენტში, არის პარლამენტარიზმის ხარისხის მაჩვენებლი და არა უფლებების სფერო”

მისაღები არ არის არანაირი კვოტირება, არანაირი ნიშნით, – ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა კვოტირების ინიციატივის განხილვისას განაცხადა.
ფოფხაძის განცხადებით, პარლამენტში ადამიანის მოხვედრის მთავარი ნიშანი პროფესიონალიზმი უნდა იყოს. დეპუტატის მიიჩნევს, რომ არჩევით ორგანოებში ქალების კვოტირებით მოხვედრის საჭიროება არ არის და ეს ქალებისთვის შეურაცმყოფელიც უნდა იყოს.
“ეს საკითხი უფლებრივ სფეროს არ განეკუთვნება. ის, თუ ვინ იქნება პარლამენტში, არის პარლამენტარიზმის ხარისხის მაჩვენებლი და არა უფლებების სფერო. თუ წავალთ უფლებების კუთხით, შეიძლება ბევრი სხვა თემაც წამოვჭრათ – დაწყებული ერთნიკურიბით, დასრულებული ყველა იმ ნიშნით, რაც ერთ ადამიანს მეორე ადამიანისაგან განასხვავებს”, – აღნიშნა ფოფხაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით მომზადებულ ცვლილებებზე იმსჯელა. ამასთან დაკავშირებით პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებას არასამთავრობო ორანიზაციები სთავაზობენ. ცალკე კანონპროექტი ინიცირებულია დეპუტატ ნანა ყეინიშვილის მიერ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე მერიას საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია,,დეოკუპაციის შემდეგ ყველა უკანონო გადაწყვეტილება გადაიხედება”