ისრაელში ახალი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ ახალი კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბა, რომელსაც, დაახლოებით 7 კვირიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ.
მთავრობა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე ჩამოყალიბდა.
კოალიციის ახალ წევრებში შეყვანილია მემარჯვენე რელიგიური პარტიის „ებრაული სახლის“ წარმომადგენლები.
ნეთანიაჰუ, რომელმაც პრემიერის პოსტი პირველად 1996 წელს დაიკავა, ახლა ახლოს არის იმასთან, რომ მთავრობას მეოთხედ უხელმძღვანელოს.
ისრაელის 67 წლიანი ისტორიის მანძილზე ქვეყანას ერთპარტიული მმართველი მთავრობა არასდროს ყოლია. ერთ პარტიას არასდროს მოუპოვებია საპარლამენტო უმრავლესობა, თუმცა ამ მომენტისთვის კოალიციის შექმნა უკიდურესად გაიწელა და ჩაშლის პირას მივიდა.
„ევროპული სახლის“ ლიდერმა იუსტიციის მინისტრის პოსტი მოითხოვა კონგრესში საკუთარი რელიგიური პარტიის 8 დეპუტატით მზარდაჭერის სანაცვლოდ.
მოლაპარაკება შედგა ცენტრისტულ „კულანუს“ და ორ ულტრაორთოდოქსულ პარტიას “შას“ და „გაერთიანებული იუდაიზმი თორებს“ შორის.
მიმდინარე მომენტში ნეთანიაჰუს კონგრესში ერთი ხმის უპირატესობა აქვს.
კოალიციის ყოფილი წევრის ავიგდორ ლიბერმანის თქმით, მისი პარტია „ჩვენი სახლი- ისრაელი“ კოალიციაში არ შევა, რადგანაც ის საკმაოდ ნაციონალისტურია.

banner
წინა სტატიაშიელტონ ჯონმა აშშ-ს შიდცთან ბრძოლისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაანდრეი მაკარევიჩს ანტირუსულ მოქმედებებში ადანაშაულებენ