,,ისლამურმა სახელმწიფომ,, და ,,თალიბანმა,, ერთმანეთს ომი გამოუცხადეს

ავღანური საინფორმაციო სააგენტო ,,კაჰამა პრესის,, ცნობით, ტერორისტულმა ორგანიზაციებმა ,,ისლამური სახელმწიფო,, და ,,თალიბანმა,, ერთმანეთს საღვთო ომი,  ჯიჰადი გამოუცხადეს.

ავღანური პრესის ინფორმაციით, პროვინცია ჰელმენდის პოლიციის შეფს ნაბი ჯან მულაჰილს ხელში ჩაუვარდა საიდუმლო მასალები, რომლიდანაც ირკვევა, რომ ე.წ. ,,ისლამური სახელმწიფოს,, დაჯგუფებები ავღანეთში გამოჩნდნენ დაუდგენელი ქვეყნის სპეცსამსახურების დახმარებით, რათა ჩაშალონ სამშვიდობო მოლაპარაკება ,,თალიბანსა, და ავღანეთის ხელისუფლებას შორის… რაზეც გუშინ 18 აპრილს ჯალალაბადში მომხდარი სისხლიანი ტერაქტიც მეტყველებს, რომლის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა და რომელიც ,,თალიბანმა,, დაგმო, ხოლო ,,ისლამურმა სახელმწიფომ,, ამ ტერაქტზზე პასუხისმგებლობა აიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც ავღანურთან ერთად ევროპული პრესაც ადასტურებს, ,,თალიბანსა,, და ,,ისლამურ სახელმწიფოს,, შორის ბრძოლა მაშინ დაიწყო, როდესაც ,,ისლამური სახელმწიფოს,, ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ,,თალიბანის,, დამაარსებელს მოლა მუჰამედ ომარს ,,სულელი და გაუნათლებელი  მხედართმთავარი,, უწოდა, რასაც ,,თალიბანის,, ლიდერის მხრიდან  მოჰყვა განცხადება, რომ არცერთი თალიბი არასდროს არ გაწევრიანდება ,,ისლამურ სახელმწიფოში,, და ამ დაჯგუფების დროშები არასდროს აფრიალდება ავღანეთის მიწაზე.

,,თალიბანი,, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა ავღანეთში, ამაზე ბოლო დროს გავრცელებული მონაცემები მიუთითებს, რომლის მიხედვითაც ეს ისლამისტური მოძრაობა ავღანეთის ტერიტორიის 70% აკონტროლებს და მისი შენაერთები 27.000-მდე მებრძოლს ითვლიან… მიუხედავად ამისა, ,,ისლამურმა სახელმწიფომ,, უკვე შეაღწია ავღანეთსა და აზიის ქვეყნებში, მაგრამ ჯერჯერობით ,,თალიბანთან,, შეიარაღებულ კონფლიქტში არ შესულან… თუმცა ავღანური მედია მათ შორის შეტაკებებს მოკლე ხანებში არ გამორიცხავს.

ამ დროისთვის უცნობია მესამე ტერორისტული ორგანიზაციის, რომელიც თალიბანის წიაღში წარმოიშვა,  ,,ალ-ქაიდას,, პოზიცია ორი ,,მოძმე,, დაჯგუფების დაპირისპირებასთან დაკავშირებით… ადრე გავრცელებული ინფორმაციით,  ,,ისლამურმა სახელმწიფომ,, 2013 წელს გაწყვიტა კავშირი ,,ალ-ქაიდასთან,, და ისე განაგრძნო ბრძოლა სირიასა და ერაყში, თუმცა ზოგიერთი წყარო 2014 წლის შემოდგომაზე, მათ შორის კავშირის აღდგენას ადასტურებს.

 

 

banner
წინა სტატიაშიპროკურორი – ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სააკაშვილის მიმართ ბრალდების დადგენილებას დაზუსტება არ სჭირდება
შემდეგი სტატიაომში ერთ მხარეს 60 ქართველია – მეორეზე კი 10