,,ისლამურმა სახელმწიფომ,, ავღანეთის დატერორება დაიწყო

დღეს დილით ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადის ცენტრში სისხლიანი აფეთქებება მოხდა….

გავრცელებული ინფორმაციით მოტოციკლეტით მოძრავმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი იმ ბანკის შენობასთან აიფეთქა, სადაც სახელმწიფო მოსამსახურეები ხელფასებს იღებდნენ.

ჯალალაბადის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის ნაჯიბულა კამავალის განცხადებით, აფეთქებას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 100 მეტი კი დაჭრილია… ,,დაჭრილთა შორის არიან მძიმე სიტუაციაში მყოფები და აქედან გამომდინარე დაღუპულთა რიცხვი შესაძლებელია ყოველ წუთს გაიზარდოს,, აცხადებს კამავალი.

აფეთქებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა ,,თალიბანის,, პრესმდივანმა ზაბიულაჰ მუჯაჰიდმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ,,თალიბანი,, კავშირში არაა ამ ქალაქში მომხდარ აფეთქებებთან… სამაგიეროდ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო ,,ისლამურმა სახელმწიფომ,,. ამ ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ავღანეთში შაჰიდულა შაჰიდმა განაცხადება გაავრცელა, რომ ტერაქტი მათი მოწყობილია.

 

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური აშშ-ში შეხვედრებს მართავს
შემდეგი სტატიაგაერო-ს გენმდივანი უკრაინელი ჟურნალისტის და ოპოზიციონერის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს