ისლამური სახელმწიფო კოსოვოში წყლის მოწამვლაშია ეჭვმიტანილი

კოსოვოს მთავრობამ პრიშტინაში წყლის მიწოდება შეაჩერა. როგორც გარდიანი წერს, გადაწყვეტილება 5 ადამიანის დაკავების შემდეგ იქნა მიღებული, რომლებიც წყლის მოწამვლაში არიან ეჭვმიტანილები. ისინი ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების წევრები არიან.
გაზეთის ინფორმაციით, სამი მათგანი ბადოვაცის წყლის სათავესთან დაიჭირეს, რომელიც პრიშტინას 100 ათას მოსახლეობას ამარაგებს. კიდევ ორნი კოსოვოს სხვა რეგიონში იქნენ დაკავებული. ხუთივე დაკავებულს ბრალი ტერორიზმში ედება.
წყლის ნიმუში ანალიზზე არის გაგზავნილი. “წყლის მიწოდება ქალაქს ანალიზის პასუხის მიღებამდე არ აღუდგება, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი წესრიგშია” – აცხადებს გამოცემა პოლიციის თანამშრომელზე დაყრდნობით.

პოლიციის ცნობით, დაკავებულთაგან ორნი მათი დაკვირვების ქვეშ ჯერ კიდევ გასული წლიდან არიან. მაშინ ისინი სირიაში გადასვლის მცდელობის გამო იქნენ დაკავებულები, რომ იქ ისლამურ სახელმწიფოს შეერთებოდნენ.

პოლიციის მონაცემებით კოსოვოს 200-მდე მკვიდრი ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძვის სირიასა და ერაყში. 30 მათგანი კი, ამ დროისთვის გარდაცვლილები არიან.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტ ალიევს ჩემი მოკვლა უნდა”
შემდეგი სტატიარეპერმა 50 Cent გაკოტრების შესახებ დოკუმენტები შეიტანა