ისლამური სახელმწიფოს საველე მეთაური თარხან ბათირაშვილი, რომელიც ისლამისტებში ომარ ალ შიშანის და იბრაჰიმ ჩეჩენის ფსევდონიმითაა ცნობილი მოკლულია

ისლამური სახელმწიფოს საველე მეთაური, თარხან ბათირაშვილი, რომელიც ისლამისტებში ომარ ალ შიშანის და იბრაჰიმ ჩეჩენის ფსევდონიმითაა ცნობილი, მოკლულია.

არაბული სააგენტო „Alforat News”-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბათირაშვილი ერაყის პროვინცია სალახ–ედ–დინში ერაყის არმიის მიერ ისლამისტების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს დაიღუპა. მასთან ერთად, მედიის ცნობით, კიდევ ათი მებრძოლია ლიკვიდირებული.
აღსანიშნავია, რომ თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. 2014 წლის 12 ივნისს კვლავ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსულში ქურთი სნაიპერის ტყვიამ თარხან ბათირაშვილი იმსხვერპლა. თუმცა, ინფორმაცია კვლავ არ დადასტურდა.

„ისლამის მტერი თარხან ბათირაშვილი, რომელიც თავს ომარ ალ შიშანს უწოდებს, მოკლეს. ასე დაემართება ყველას, ვისაც თავში აზრად მოუვა დაემუქროს რუსეთსა და ჩეჩენ ხალხს, ვინც დაღვრის მუსულმანების სისხლს“, – წერს რამზან კადიროვი ინსტაგრამში, სადაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მამა ილიას (კარტოზია) სახელობის ჯვარი აღიმართა
შემდეგი სტატიალეგენდარულ ქართველ მსახიობს თამარ სხირტლაძეს 86 წელი შეუსრულდა