,,ისლამური სახელმწიფოს,, გამო ბიძაშვილმა ბიძაშვილი მოკლა… (VIDEO)

ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ კლავს საკუთარ ბიძაშვილს ,,ისლამური სახელმწიფოს,, მომხრე იმის გამო, რომ მას არ უნდოდა ამ ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ყოფილიყო…

გავრცელებული ინფორმაციით მკვლელი ვინმე საადი, საუდის არაბეთის სამხედროა, რომელიც მიუხედავად თავისი ქვეყნის უარყოფითი დამოკიდებულებისა ,,ისლამურ სახელმწიფოს,, უჭერდა მხარს… მან საკუთარი ბიძაშვილი დაატყვევა და მოკლა იმის გამო, რომ ის ამ ტერორისტულ ორგანიზაციას უარყოფდა… მკვლელობის მომენტი კი, მეგობარ ისლამისტს ვიდეოზე გადააღებინა…

ვიდეო-კადრებში მკვლელი  საადი აცხადებს, რომ მისი ბიძაშვილი ,,კაფირია,, (ცხოვრების ცუდი წესის მქონე ურწმუნო ადამიანი, რომლის მოკვლაც ცოდვად არ ითვლება) და მისი მოკვლა გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის… ხოლო საადის ბიძაშვილი ნათესავს ეხვეწება, რომ არ მოკლას…. და რომ მის ყოველ ნათქვამს შეასრულებს… მიუხედავდა ამის მას მაინც კლავენ.

არაბული მედიის ცნობით, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ, ბიძაშვილის მკვლელი სამხედრო და მისი მეგობარი, რომელმაც მკვლელობის სცენა ვიდეოზე გადაიღო… უკვე დააკავა და ისინი სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიყარაბახი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის განახლების ზღვარზეა…
შემდეგი სტატიალონდონში ევროპის უდიდესი მეჩეთი იწვის… (VIDEO)