ისლამისტებმა მოსკოველი სტუდენტი გაიტაცეს

სტამბულში არსებული რუსეთის საკონსულო ეძებს 27 მაისიდან დაკარგულ რუს სტუდენტს, 19 წლის ვარვარა კარაულოვას, რომელიც დადგენილი ინფორმაციით, მოსკოვიდან თურქეთში გამოემგზავრა… ამის შესახებ საკონსულოს პრეს-მდივანი ანდრეი ეგოროვი აცხადებს.

ოჯახის ადვოკატის ალექსანდრ კარაბანოვის ცნობით, 19 წლის სტუდენტმა სახლი 27 მაისს ისე დატოვა, რომ მშობლებს ეგონათ უნივერსიტეტში მიდიოდა… თუმცა მას მერე, ის ოჯახს არ დაკავშირებია. დადგენილია რეისი, რომლითაც კარაულოვა მოსკოვიდან თურქეთში გადაფრინდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ხმოვანდება ის მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ გოგონა ისლამისტების მიერ იყო გადაბირებული და დიდი ალბათობით მისი სირიაში გადაყვანა უნდათ.

რუსეთის საკონსულო თურქი სამართალდამცავებისაგან ელოდება გოგონას მოძებნაში დახმარებას, აცხადებს ,,ბი-ბი-სი,,

 

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაისში ვიზიტორების რაოდენობა 14,7 %-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიახევსურეთში თოვლის მასის ქვეშ მეცხვარე, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელია მოყოლილი