“ისინი ცდილობენ, დახატონ თითქოს ეს არის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, მაგრამ ასე არ არის”

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

“ის რასაც ისინი ცდილობენ, დახატონ, რომ თითქოს ეს არის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, ეს ასე არ არის”-ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზურაბ ჯაფარიძებ ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ჯაფარიძის თქმით, მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მთავრობამ სამსახურებიდან უნდა გაათავისუფლონ დასაქმებული ნათესავები და მეგობრები.

ჯაფარიძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვახტანგ გომელაურმა და თეა წულუკიანმა განმარტეს თუ რა მიმართულებით შეუმცირდება მათ უწყებებს დაფინანსება, სახელისუფლებო ხარჯების შემცირების გეგმის ფარგლებში.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს თავმჯდომარეობის კანდიდატი წარადგინა
შემდეგი სტატიაჯაბა სამუშია: მერიაში ადრე ჩადენილ დანაშაულებს ნუ მიაბამთ ჯოკია ბოდოკიას საქმეს