ირმა ნადირაშვილი: წყალმომარაგების კომპანიიდან სამი მილიონი ლარის მითვისების საქმეში ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები იყვნენ ჩართული

გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს არჩილ ცაბუტაშვილს კორუფციული და უკანონო ფინანსური ოპერაციების განხორციელების მოთხოვნით ზეწოლაში ადანაშაულებენ. დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა წყალმომარაგების კომპანიიდან სამ მილიონამდე ლარის მითვისების საქმეზე ბრალდებულმა თამარ ფხოველიშვილმა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებები ნაციონალურ მოძრაობაში გაკეთდა, სადაც დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ცაბუტაშვილის უკანონო ქმედებებში პრემიერმინისტრის ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების ჩართულობის გარდა, თავად ირაკლი ღარიბაშვილის დაასახელა.

„ბუღალტერი თვითონ 3 მილიონზე მეტ თანხას ვერ გააქრობდა, ამაში ჩარეული იყვნენ პრემიერმინისტრის ოჯახის წევრები და მისი უახლოესი გარემოცვა და მეგობრები. დღეს ეს ყველაფერი დაადასტურა ბუღალტერმაც. პრემიერმინისტრის უახლოესი ნათესავები – ჯანყარაშვილი, მისი მეგობრები არიან ბიუჯეტის ქურდები. ახლა გამოძიებამ უნდა დაადასტუროს რა შეხება აქვს თვითონ ირაკლი ღარიბაშვილს ამ თანხასთან და რა წილი მისდიოდა აქედან ეს არის უკვე გამოძიების საკითხი,“ – აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასოფო ნიჟარაძე დაკითხვაზე დაიბარეს?