ირმა ინაშვილი: რამდენიმე სააგენტო ჩემი აზრის პირდაპირი დამახინჯებითაა დაკავებული

,,პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი, საინფორმაციო სააგენტოებს მისი და მისი თანაგუნდელების მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამახინჯებაში ადანაშაულებს, თუმცა არ აკონკრეტებს რომელ სააგენტოებზეა საუბარი…
,,ვატყობ, რამდენიმე სააგენტო ჩემი აზრის პირდაპირი დამახინჯებითაა დაკავებული და ამ მარაზმს უკვე ტენდენციის სახე აქვს. დარღვეულია არა მარტო კონტექსტი, არამედ შინაარსი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სააგენტოების უკან ნაცმოძრაობა დგას. ნუ მაიძულებთ, საპასუხო ქმედებებზე გადავიდე. დაუბრუნდით ჭეშმარიტი ჟურნალისტიკის ფარგლებს. თავი დაანებეთ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების სიტყვებისა და მოსაზრებების მიზანმიმართულ დამახინჯებას. წაიკითხეთ ჟურნალისტური ეთიკის კოდექსები. თუ ინტერნეტში ვერ პოულობთ, ბმულებს გამოგიგზავნით,, წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტი უცნაური კანონის მიღებას აპირებს
შემდეგი სტატია“ვამაყობთ, რომ საქართველოს ჰყავს მაღალი დონის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური”