ირინე იმერლიშვილი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურის, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითის ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს.
უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, ქართული სახელმწიფო ღირსეულად მიაგებს პატივს ჯარისკაცის ხსოვნას.
პატრულირების დროს დაჭრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა ზაურის ძე როსტობაია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ს არმიის მთავარ სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის დავალებით ავღანეთში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს 100 ათასი ლარი გამოეყოფა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს