პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. შესაბამისი შინაარსის ,,პოსტს” სარიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
,,ბალტიისპირეთში რუსეთის ინტერესებს იცავდნენ და მასთან წაწოლას მოითხოვდნენ იქაური რუსები…
უკრაინაშიც თუ ვინმე ბედავს რუსეთის მხარდასაჭერად ამ ვითარებაში ხმის ამოღებას, იქაური რუსი მოსახლეობაა, ისიც ყველა არა…
და მხოლოდ საქართველოში რუსეთს ღიად მხარს უჭერენ და რუსეთის სახელით იმუქრებიან “ქართველები”.
არა აქვს მნიშვნელობა, რომ ეს უჯიშოები ცოტანი არიან.
ასეთი ერთი შეხედვით კომიკური აქციებით ფონი იქმნება, ძალიან ცუდი ფონი.
ასეთ აქციებს დღევანდელი ხელისუფლება გეგმავს და ახორციელებს!
ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ!”– წერს სარიშვილი.