ირინა სარიშვილი:პასუხი ხელისუფლებას უნდა მოეთხოვოს და არა ერთმანეთი ვჟლიტოთ!

გთხოვთ ყურადღებას ყველას, ვინც ხვალინდელ 18 ივლისის , აქციაზე მისვლას ვგეგმავთ, ვინც წინააღმდეგია ამ აქციის ან მისი მოთხოვნის. რასაც ეხლა დავწერ, ჩემი პირადი მოსაზრებაა და არა მგონია, საფუძველს მოკლებული იყოს. რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ძალიან საშიში თამაში დაიწყო! ფაქტია, რომ რუსეთმა ხურვალეთში საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა სრულიად განსაზღვრული მიზნით და გათვლით მოახდინა. რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ ელის მოვლენათა ორგვარ განვითარებას: 1. ხალხი ამაზე ხმას არ ამოიღებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის სიფრთხილისკენ მოწოდების საფუძველზე, რასაც შედეგად ძალიან მალე მოყვება რუსეთის შემოსვლა ქართველი ხალხის ხელით დაგებულ წითელ ხალიჩაზე. 2. საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა გამოიწვევს მოსახლეობის ნაწილის პროტესტს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მომხრეებს დაუპირისპირებს როგორც სახელისუფლებო სტრუქტურების, ასევე რიგითი მოქალაქეების დონეზე. საქმე შესაძლოა საქართველოს ბრიყვი და მავნებელი ხელისუფლების

სარიშვილირამდენჯერმე გულდასმით მოვუსმინე ამ ავადხსენებულ “ჩანაწერს” და მიუხედავად დიდი მონდომებისა, მე იქ ვერაფერი დავინახე ისეთი, რაც აქამდე არ თქმულა.ალბათ ისინი, ვინც გამუდმებით უკან იყურება და სამართლიანად თუ უსამართლოდ აღშფოთებული დღეს მუდმივად შურისძიების და აგრესიის რეჟიმში ცხოვრობს, ამ ჩანაწერში და მის გამოქვეყნებამდე ორგანიზებულ ისტერიაში შურისძიების და სიძულვილის ახალი ძალით გამოხატვის საშუალებას ნახულობენ–წერს ირინა სარიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
ღრმა ანალიზის გაკეთება ყოველივე იმისა, რაც დღეს ხდება, წყლის ნაყვაა, რადგან ღრმა ანალიზს დამშვიდებული და არა ეგზალტირებული გონება სჭირდება.
ფაქტი ერთია, რაც არ უნდა დავინახოთ ხსენებული ჩანაწერის ან მანამდე წარმოებული მოქმედებების თუ სიტყვების უკან, ყველაფერი სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიდის და ამის ავტორი და შემოქმედი სწორედ დღევანდელი ხელისუფლებაა.
დღეს საზოგადოება დილემის წინაშე დგას:
1. ამოიღებს ხმას უსამართლობაზე – ამას შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვეს, რომელიც სწორედ ამ ხელისუფლებას აწყობს, რადგან სხვა გზით ის ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, თან არეულობის ფონზე გაზპრომის სახით უკვე შემოგრიალებული რუსეთი კიდევ უფრო განიმტკიცებს აქ პოზიციებს.
2. გაჩუმდება – მაშინ ნებაყოფლობით ხელს აწერს მონობას და ესეც დღევანდელი ხელისუფლების ინტერესშია.

ერთადერთი გამოსავალი იყო და თეორიულად დღესაც რჩება ის, რომ ხალხმა ერთმანეთთან დაპირისპირებაზე თქვას უარი და ერთად შეუტიოს არსებულ რეჟიმს, მიუხედავად იმისა, ვის რა წყენა გვაქვს ერთმანეთის მიმართ – ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების ან ნებაყოფლობითი მონობის თავიდან აცილების ერთადერთი გზა!
სამწუხაროდ, ამ გზის პერსპექტივა არ ჩანს.
ზედა ფენები გეგმავენ და ქვედა ფენები, სიძულვილით და ზოგადი შურისძიებით დაბრმავებულები, ამ დაგეგმილს ახორციელებენ.

მათ, ვისაც არ გესმით, რატომ უნდა დაიცვათ თუნდაც ის ტელევიზია, რომელიც არ მოგწონთ;
ვინც ვერ ხვდებით, რომ სხვისი, მათ შორის მოწინააღმდეგის, უფლებების დაცვა თქვენი უსაფრთხოების გარანტიაცაა;
ვინც ვერ ხედავთ, რომ შურისძიების წრეში ტრიალი ყველას ერთად გვანადგურებს;
ვინც ვეღარ აანალიზებთ შექმნილ მდგომარეობას, რადგან სიძულვილის ინსტიქტები გამოძრავებთ –

ყველას ერთ მარტივ შეკითხვას დაგისვამთ და თქვენთვის გაეცით ამ კითხვაზე პასუხი:

დაფიქრდით, როდის გაამწვავა ხელისუფლებამ მდგომარეობა, როდის გაზარდა საზოგადოებაში დაპირისპირების ხარისხი ამ ჩანაწერების შემოგდებით?!!!
სწორედ მას შემდეგ, რაც გაზპრომი შემოიყვანა!
როგორ ფიქრობთ – რატომ???

სამოქალაქო დაპირისპირებისკენ სწორედ ზედა ფენებს – ხელისუფლებას მიჰყავს ხალხი და ეხლა ხალხის, ანუ ჩვენი გადასაწყვეტია, დავჭამთ ერთმანეთს, ჩავებმებით ჩვენს საწინააღმდეგო ურთიერთქიშპში და სამოქალაქო დაპირისპირებაში, თუ დავდგებით ყველა ერთად და ერთად მოვთხოვთ პასუხს დღევანდელ ხელისუფლებას იმ უმსგავსობაზე, რასაც ის ყოველდღიურად, ყველა სფეროში სჩადის.
ჩვენი გადასაწყვეტია, რას ავირჩევთ – მომავლისთვის ერთად ბრძოლას თუ ერთმანეთთან დაპირისპირებას ისევ ხელისუფლების სასარგებლოდ.
თუ ერთად არ დავდგებით, მაშინ ჩვენ ხელისუფლების წინააღმდეგ კი არა, ერთმანეთთან მოგვიწევს ბრძოლა და ამის შედეგი რაც იქნება, უკვე გითხარით!
პასუხი ხელისუფლებას უნდა მოეთხოვოს და არა ერთმანეთი ვჟლიტოთ!
სწორედ ამ ურთიერთდაპირისპირებაზე არსებობს დღეს ეს ნაძირალა ხელისუფლება და ასე აპირებს ძალაუფლების შენარჩუნებას!
გვინდა ეს???
და თუ არ გვინდა, გადავდგათ ერთმანეთისკენ ნაბიჯი ისევ ჩვენი მომავლის სასიკეთოდ და დავდგეთ ერთად იმ ბოროტების წინააღმდეგ, რასაც ხელისუფლება ჩვენს თვალწინ გეგმავს და ჩვენივე ხელით ახორციელებს!
არჩევანი ჩვენზეა!

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას