ირინა სარიშვილი:თავისუფალი სუნთქვით ფილტვებდახეთქილო ქოცმადიდებლებო, ნამდვილად გინდათ ეს ყველაფერი???

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!“ქოცმადიდებლებო!
სანამ ლარის კურსზე მოთქმას დაიწყებდეთ, აბა კარგად დააკვირდით:
ლარი, თქვენი ბრძენთაბრძენი “ქველმოქმედის” გადაწყვეტილებით, რუსულ რუბლზეა მიბმული, ხოლო ყველა სანქცია, რაც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესა და დაგეგმა, მათ შორის, საწვავზე ფასის მკვეთრი ვარდნა, ისევ და ისევ ქოცმთავრობის “კეთილი ნებით”, ურტყამს რუსეთის და საქართველოს ეკონომიკას, სადაც ფასები ვერ ეცემა. იმედია 5თეთრიან სხვაობაზე კრინტის დაძვრასაც ვერ გაბედავთ”–წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ირინა სარიშვილი.
ხო მართლა, ჩვენთან – “ერთმორწმუნეებთან” ერთად ანალოგიურ მდგომარეობაშია ვენესუელა, თუ ეს რამით დაგამშვიდებთ – ნუ მარტო არ ვართ.
აქვე ტვინ და მეხსიერებამოკლე ქოცმადიდებლებს შეგახსენებთ, რომ სწორედ ვენესუელამ რუსეთის მხარდამხარ სცნო აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა.
ამას დავამატოთ ჩვენი თავდაცვის მინისტრის მორიგი მარგალიტები აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის სარგებლობაზე, და ეგაა რა… ცოტა ხანში ქოცმთავრობა თავად სცნობს მათ დამოუკიდებლობას – ყველაფერი აქეთკენ მიდის!
ხოდა გადაწყვიტეთ, თავისუფალი სუნთქვით ფილტვებდახეთქილო ქოცმადიდებლებო, ნამდვილად გინდათ ეს ყველაფერი???
და თუ გინდათ, მაშინ ხმას ნუ იღებთ ლარის კურსზე, მძიმე სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობაზე – ეს თქვენი რჩეული მთავრობის, და მაშასადამე, თქვენი არჩევანია მანამ, სანამ ყველა ერთად არ დავდგებით ამ ქვეყნის და საკუთარი თავების გადასარჩენად–წერს ირინა სარიშვილი

banner
წინა სტატიაშიჩინეთის ბაზრის კრიზისი
შემდეგი სტატიავიკიპედია: ერთი სტატიის დაბლოკვა მთელ საიტზე იმოქმედებს