ირინა იმერლიშვილი: პრემიერის გრაფიკს ჩვენ არ ვადგენთ

“პრემიერის გრაფიკს ჩვენ არ ვადგენთ,”-ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა, უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, იგივე რაოდენობა იქნება პარლამენტისთვის გადაგზავნილი, ეს გადაწყვეტილება ამ სხდომაზე არ იქნება მიღებული, დღეს ვინც ესწრებოდა ყველა დაეთანხმა. მე, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანს, ამ გადაწყვეტილების პროცედურულად გაფორმება დამევალა, 8 წევრი როდესაც მოაწერს ხელს პარლამენტს მაშინ გადაეგზავნება. უშიშროების საბჭოს წევრების შეტყობინება რამდენიმე დღით ადრე ნამდვილად იყო, მაგრამ პრემიერის გრაფიკს ჩვენ არ ვადგენთ,“-განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

უშიშროების საბჭოს სხდომა, თითქმის განახევრებული შემადგენლობით ჩატარდა. მას პრემიერის გარდა არც საგარეო საქმეთა მინისტრი და არც ორი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებოდა.

დღეს საბჭო სამხედრო ძალების რაოდენობას განსაზღვრავდა, რომელზეც გადაწყვეტილების მიღებას კვორუმი სჭირდება.

banner
წინა სტატიაშისაიდუმლო შეხვედრა რესტორანში-დავით შავლიაშვილი შესაძლოა პროკურატურაში დაიბარონ (ფოტო)
შემდეგი სტატიაუშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, სამხედრო ძალების რაოდენობა უცვლელი დარჩება