ირინა ალეგროვას კონცერტზე სამი ბილეთი გაიყიდა

alegrovaკომპანია „კრემლ-კონცერტის“ დირექტორმა სერგეი ლავროვმა რუსი მომღერლის ირინა ალეგროვას დაგეგმილ კონცერტზე დააანონსა, რომ გაყიდულია მხოლოდდამხოლოდ სამი ბილეთი.
„ალეგროვამ სცენიდან წასვლას სპეციალური კონცერტი მიუძღვნა. ახლა პროექტი „გადატვირთვა,“ რომელსაც საშემოდგომოდ აპირებს, არ მგონია, რომ სწორი იყოს. ხალხი იცინის უკვე და მას ნამდვილად აქვს პრობლემები: ახლა, როცა ბილეთი იაფია, მას არ ყიდულობენ. მხოლოდ სამი ბილეთია გაყიდული. იგივე სიტუაციაა სამარაშიც. ის, რომ ალეგროვა ისევ გამოსამშვიდობებელ საღამოს აპირებს, სასაცილოა და მორიგი ანეგდოტი“ – ამბობს „კრემლ-კონცერტის“ დირექტორი.
რუსი პოპ-ვარსკვლავების კომენტატორის ოტარ კუშანაშვილის თქმით, მაშინ, „როცა ხალხის ცხოვრება რუსეთში საოცრად დაიძაბა, ხალხი ვალებში ცხოვრობს, დღეებს კვასსა და პურზე ატარებენ და თითქმის სიღარიბის ზღვარზე არიან, საუბარი იმაზე, რომ ალეგროვას კონცერტზე ბილეთების გაუყიდველობა მუსიკოსის პოპულარობის დაცემაა, სისულელეა“.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში“მუხლის ჩოქვით რომ მოვიდნენ მე იქ აღარ შევალ,”- ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი
შემდეგი სტატიაკანონის უზენაესობის მდგრადი განვითარების ფონდის (FSRI) პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს მდივანს შეხვდება