ირანი და სომხეთი საქართველოს გავლით შავ ზღვაზე კორიდორის მოწყობას აპირებენ…

ირანი და სომხეთი სპარსეთის ყურიდან შავ ზღვაზე სატრანსპორტო კორიდორის მოწყობაზე მუშაობენ… ამის შესახებ სომხური რადიო ,,აზატუცუნი,, იტყობინება…

სომხური რადიოსადგურისათვის მიცემულ ინტერვიუში ირანის ტრანსპორტის მინისტრმა აბას აჰმად აჰუნდიმ განაცხადა, რომ ,,ეს პროექტია მნიშვნელოვანია, როგორც ირანისთვის ასევე სომხეთისთვის, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არააქვს და მას ეს კორიდორი სპარსეთის ყურეში გასასვლელადაც გამოადგება. ჩენ კი ამ კორიდორს სომხეთთან და საქართველოსთან ერთად შავ ზღვაზე გასასვლელად გამოვიყენებთ საიდანაც ბულგარეთს დავუკავშირდებით. ამ მიზნით საუბარი გვონდა ოთხმხრივ თანამშრომლობაზე ირანი-სომხეთი-საქართველო-ბულგარეთის სახით,,

ირანელმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის მხარესთან განხილული იყო ირან-სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობისა და საავტომობილო გზების შეკეთების საკითხები.

აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო დერეფნის საკითხებთან დაკავშირებით, სომხეთში ირანიდან საკმაოდ სერიოზული დელეგაცია ჩავიდა, ირანის პირველი ვიცეპრეზიდენტის ესჰაკ ჯაჰანგირის მეთაურობით.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიდავით გოგიშვილი: “ჰააგის ტრიბუნალის თემის გააქტიურებაზე დასკვნების გაკეთება ნაადრევია”
შემდეგი სტატიარუსულ ავიადარტყმებს გუშინ სირიაში 56 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა…