ირანის ახალმა რაკეტებმა რეგიონში შოკი გამოიწვია

120102iran_kader.hmediumინფორმაციამ ირანის მიერ ,,კადირ,, სახელის მქონე ახალი რაკეტების სერიულ გამოშვებაზე, ახლო აღმოსავლეთში და არა მხოლოდ მანდ, შოკი გამოიწვია.

საუბარია საშუალო სიშორის ტაქტიკურ ფრთოსან რაკეტებზე, რომელთაც საკმაოდ დაბალ მანძილზე ფრენით, 300 კილომეტრამდე მანძილზე ნებისმიერი სამიზნის განადგურება შეუძლია… რაკეტის განსაკუთრებულ თვისებებში შედის ის, რომ მისი დაფიქსირება რადარებს არ შეუძლიათ. ირანის ხელისუფლების განცხადებით, ათეულობით ასეთი რაკეტა უკვე ირანის შეიარაღებაშია.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რადიო-ელექტრონულ მართვის ამ რაკეტებს თავის ზომა-წონასთან შედარებით საშინელი დამანგრეველი ძალა აქვს. ,,კადირის,, დაყენება და სამიზნეზე გაშვება შესაძლებელია  სპეცმანქანებიდან, გემებიდან, კატარღებიდან  და ვერტმფრენებიდანაც.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ,,კადირებით,, ირანი, მსგავსი შეიარაღების  მხრივ რეგიონის ლიდერი ხდება.
1053683_e42963b956ac6f4d7a985879f49f1abd_640x640

banner
წინა სტატიაშირუსეთის პრეზიდენტსა და „როსნეფტი“ ხელმძღვანელს შორის „ბზარი“ გაჩნდა
შემდეგი სტატიაპუტინი გელენჯიკშია – აცხადებს ალფრედ კოხი