ირანის ატომურ პროგრამაზე შეთანხმება შედგა

ირანის ატომურ პროგრამაზე შეთანხმება შედგა

ირანის ატომურ პროგრამაზე შეთანხმება შედგაფინალური დოკუმენტის განხილვა დიპლომატებისთვის ნამდვილი მარათონი იყო. ირანმა და “ექვსეულის” ქვეყნებმა (აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი) ირანის ატომური პროგრამისა და თეირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ირანი საკუთარ ობიექტებზე დასავლელ ინსპექტორებს შეუშვებს, დასავლეთი კი, ქვეყანას სანქციებს გაუუქმებს.
“ექვსეულმა” 100 გვერდიანი დოკუმენტი შეიმუშავა, სადაც დეტალურად არის აღწერილი ირანის ატომური პროგრამის და სანქციების მოხსნის პირობები.
ირანსა და დასავლეთს შორის კრიზისი, რომელიც აღნიშნულ საკითხს უკავშირდება, 13 წელია გრძელდება.
დასავლეთს ეჭვი ჰქონდა რომ ირანი ატომურ ბომბს უშვებდა, რასაც ირანი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

banner
წინა სტატიაშიგლდანში აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა
შემდეგი სტატია“არ შეიძლება ადვოკატები ვალდებულებებისგან სრულად გავანთავისუფლოთ,”- მანანა კობახიძე