ირანთან ატომური მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა

ირანთან ატომური მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდაშვეიცარიაში მოლაპარაკებები აღდგა ირანის ატომური პროგრამის ფარგლებში შეთანხმების ვადის ამოწურვამდე.
დღეს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებიან.
სავარაუდო შეთანხმება იმის გარანტია იქნება, რომ ირანში ატომური ნივთიერებების წარმოება არ გაფართოვდება.
თუკი თეირანი პასუხისმგებლობას აღებს თავი შეიკავოს ატომური პროგრამის განხორციელებაზე, პასუხად მიიღებს მსოფლიოში არსებული სანქციების შემსუბუქებას.
ქვეყნები ცენტრიფუგის რაოდენობის შემცირების საკითხებზე შესაძლო კომპრომისებს განიხილავენ. ცენტრიფუგი ურანის გასამდიდრებლად გამოიყენება, ასევე რადიოაქტიური ნვთიერებების გადასამუშავებლად და სამედიცინო კვლევებისას. შეზღუდვები, რომელიც ხელშეკრულებით არის გათვალსიწინებული, მოქმედებაში იქნება მომდევნო 10 წლის მანძილზე და ირანში ატომური ობიექტების ინსპექცირების უმკაცრეს ზომებს შეიცავს.
მიუხედავად მიღწეული შედეგებისა, მხარეებს შორის უთანხმოებას ხელშეკრულების მოქმედების ვადები იწვევს.
ამერიკული მხარის ცნობით, მოლაპარაკების ყველა მონაწილე შეთანხმდა იამზე, რომ შეთანხმება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.
„მოლაპარაკებების პერიოდში ახალ კრიხზისებს არ გამოვრიცხავ“ – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთანავე, ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანთან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან შესაძლოა ხელშეკრულების გაფორმებამ იმაზე ცუდი შედეგი მოიტანოს, ვიდრე ზოგადად დასაშვებია ეს.

რა სურთ მონაწილე მხარეებს:
– აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ ურანის გამდიდრების სამუშაოები 10-ზე მეტი წლით შეაჩეროს ირანმა.
– ირანის დელეგაციის წევრები აცხადებენ, რომ ვადა 15 წელი გამორიცხულია და მისაღები 10 წელი შეასაძლებელია განიხილონ.
– ირანი თავდაპირველად საკუთარ ობიექტებზე არსებულ 10 ათას მოქმედი ცენტრიფუგების შენახვაზე თანხმობას ითხოვდა.
– ნოემბერში ვაშინგტონმა განაცხადა, რომ თანახმაა ირანმა 6 ათასი ცენტრიფუგი შეინახოს.
– ირანის ოფიციალური პირები ცენტრიფუგების ოდენობის გაზრდას ცდილობან.

31 მარტი მოლაპარაკებების ბოლო დღეა.

banner
წინა სტატიაშიისრაელის ექს-პრემიერი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიაასადი: ისლამური სახელმწიფოს მომხრეები გაიზარდნენ მას შემდეგ, რაც მათი პოზიციები აშშ-მ დაბობმა