ირაკლი ჩიქოვანის აზრით, იური ვაზაგაშვილის მკველობის მიღმა მხოლოდ ერთი ადამიანი არ დგას

თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, კომენტარი გააკეთა იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.

დეპუტატის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საგამოძიებო სტრუქტურები მოქმედებენ ოპერატიულად და ცხელ კვალზე ხსნიან დანაშაულს.

„მე იმედი მაქვს, რომ ამ დანაშაულის გახსნა არ დასრულდება ამ ეპიზოდით და ამ ფაზით, ვინაიდან რეალურად ამ დანაშაულის მიღმა დგას არამხოლოდ ერთი ადამიანი, შესაძლოა აქ იყო კონკრეტული ინტერესი რომელიც უნდა გამოვლინდეს, დამტკიცდეს და ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ,“-განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

ეს განცხადება დეპუტატმა „რედისონში“ გააკეთა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე და მესამე სექტორის წარმომადგენლები ძალოვანი სტრუქტურების რეფორმაზე მსჯელობენ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: პროკურატურის რეფორმისთვის მთავარი მისი ანგარიშვალდებულებაა
შემდეგი სტატიასამმა სექს-მუშაკმა ციხიდან ოცდაათი პატიმარი გააპარა