ირაკლი ღლონტი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

ირაკლი ღლონტი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

ირაკლი ღლონტი საგანგებო მიმართვას ავრცელებსპოლიტიკური გაერთიანება “რეფორმატორები” საქართველოს მთავრობის სახელზე საგანგებო მიმართვას ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ, ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის გზები სასწრაფოდ უნდა მონახოს.

,,ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გვკარნახობს იმის აუცილებლობას, რომ მოგმართოთ მორიგი ინიციატივით, რათა შემუშავებულ იქნას საქართველოს ეკონომიკური სტაბილიზაციის ანტიკრიზისული პროგრამა. აღნიშნულ პროგრამაში გათვალისწინებულ უნდა იქნას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის დღევანდელი და შემდგომი განვითარების სტრატეგიები, ვინაიდან დღეს სახეზე გვაქვს ეკონომიკური ვარდნა, ექსპორტის შემცირება, ინფლაცია, მშპ-ის შემცირება, გაუარესებული სოციალური ფონი, ინვესტიციების სიმცირე და ეს ყველაფერი პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ დაუყონებლივ უნდა იქნას შემუშავებული ქვეყნის მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამოყვანის სტრატეგიული გეგმა – ანტიკრიზისული პროგრამა, სადაც პუნქტობრივად უნა იქნას გაწერილი გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაზე მონიტორინგი უნდა განხორციელდეს უმკაცრესად.

სწორად შედგენილი ანტიკრიზისული პროგრამა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს სტაგნაციის პროცესიდან და დაადგეს განვითარების გზას.

პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები’’ გამოვთქვამთ მზადყოფნას ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით”, –ნათქვამია მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიქართულ ჯარს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ მოემსახურება
შემდეგი სტატია“ქალები დაბლა ეყარნენ და ისე გამოჰყავდათ” – ინციდენტი პაატა ბურჭულაძის საღამოზე