ირაკლი ღლონტი დევნილთა პარტიის დაფუძნებას ეხმიანება

ირაკლი ღლონტი დევნილთა პარტიის დაფუძნებას ეხმიანება

,რეფორმატორები'' კოლეგებს საპროტესტო აქციებისაკენ მოუწოდებენ“მე მსურს გამოვეხმაურო ქართულ პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლას და ეს ძალა იძულებით გადაადგილებულ პირთა გაერთიანებაა, ეს დევნილთა პარტიაა. მე მათ ვულოცავ რეგისტრაციის გავლას და ვუსურვებ წარმატებებს. დევნილებს ისე როგორც წინა ხელისუფლებების პირობებში არც ახლა არ აქვს სათანადო და სრულყოფილი მხარდაჭერა. მაშინ, როცა ამ ადამიანებს სჭირდებათ განსაკუთრებული ზრუნვა და ყურადღება, ჩვენი ხელისუფლებები მათ იმ კომპაქტური დასახლებებიდანაც კი ასახლებდა მუხანათურად დილის 7 საათზე, რომელშიც ეს ოჯახები წლების მანძილზე ცხოვრობდნენ და ადაპტირებული იყვნენ ისედაც უარგის გარემოს–წერს სოცილურ ქსელ ფეისბუქში “რეფორმატორთა” ლიდერი ირაკლი ღლონტი.

ჩვენ ყველანი ვართ მომსწრე თუ როგორ ხდებოდა და ხდება დევნილი საზოგადოების დარბევა და დევნა , პირადად ჩემთვის ეს კადრები იყო და რჩება მძიმე მოგონებად.
მაშინ როცა ჩვენი ხელისუფლება ამ ადამიანებს უნდა უქმნიდეს საკუთარ სახლებში დაბრუნების მყარ გარანტიებს და პერსპექტივებს მოქმედი პრემიერ–მინისტრი აფხაზეთში ათწლეულის მანძილზე არსებულ სეპარატიზმს აფხაზი ერის თვითგამორკვევის პროცესად აფასებს, მაშინ, როცა ხელისუფლება ყოველმხრივ უნდა ზრუნავდეს დევნილი ოჯახებისათვის ტრაგედიის შემსუბუქებას და კომპენსირებას დევნილთა სამინისტრომ მათ ჯიბეში შემოსავლების დათვლა გადაწყვიტა, მაშინ, როცა დევნილებს გვერდით უნდა იდგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ისინი მათთვის გამოყოფილი ბიუჯეტით აფინანსებენ მემკვიდრეობით შექმნილ თანამდებობის პირთა კმაყოფას და განცხადებასაც კი არ აკეთებენ, როცა აფხაზეთის არალეგიტიმური და სეპარატისტული ,,მთავრობა’’ შეხვედრებს აწარმოებს საზღვარგარეთ და მათ შორის ოკუპანტ ქვეყანაში.
ბევრი პრობლემა და ბევრი სატკივარია ამ მიმართულებით, ბევრია გასაკეთებელი და ბევრია საზრუნავი, მე მჯერა, რომ ახლა მაინც მოხდება დევნილი საზოგადოების ერთიანი აზრის კონსოლიდირება და ეს პოლიტიკური პარტია შეძლებს გახდეს მთავარი მოთამაშე კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით. წარმატებებს ვუსურვებ პარტიის ხელმძღვანელობას და თთოეულ დევნილს. განახლების და ცვლილებების დროა, სწორედ ამიტომ მე მივესალმები ახალ სახეებს ქართულ პოლიტიკაში”–აცხადებს “რეფორმატორთა” ლიდერი ირაკლი ღლონტი

შეგახსენებთ, რომ გუშინ დევნილთა პარტია დაფუძნდა. პოლიტიკური პარტიის ყრილობას 400-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ესწრებოდა. ახალდაფუძნებულ პარტიაში 4 წლის ვადით პარტიის თავმჯდომარედ ლელა გულედანი გენერალურ მდივნად გიორგი სულუხია აირჩიეს. პარტიის მიზანია, საზოგადოების კონსოლიდაცია აფხაზეთის დაბრუნების საკითხში და დევნილთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება. “დევნილთა პარტია” 2016 წლის არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას იწყებს და უახლოეს პერიოდში პარტის ოფისების გახსნას რეგიონებშიც გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიოდესაში ნაციონალისტებმა კომუნისტები ოფისიდან გაყარეს
შემდეგი სტატიაბაქოში, შვეიცარიის საელჩოში დამალული ჟურნალისტი ბერნში გადაიყვანეს