რეფორმატორების” თავმჯდომარე ”რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და მოსამართლე თამაზ ურთმელიძის კორუფციულობაზე საუბრობს.
”ჩვენი შეფასებით მოსამართლედ წოდებულმა ურთმელიძემ დღეს ოფიციალურად გააფორმა რუსული სპეც სამსახურების, ივანიშვილის, თოფაძის, მეჭიაურის და სხვა ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი მოსაზრების მქონე პირთა უკანონო ინიციატივა!
პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, რომელსაც პარტია ,,რეფორმატორები” დასრულებამდე გაუწევს მორატორიუმს. წარმოდგენილი ვიქნებით ამ უკანონო გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ გამართულ ყველა სასამართლო პროცესზე.
თამაზ ურთმელიძემ კიდევ უფრო დაგვარწმუნა სასამართლო სისტემის კორუფციულობაში, რომელიც საჭიროებს დროულ რეფორმებს.
წარმატებებს და გამძლეობას ვუსურვებ რუსთავი 2–ის გუნდს და გულშემატკივრებს.”-აცხადებს ირაკლი ღლონტი