ირაკლი ღარიბაშვილს ლატვიის პრეზიდენტმა მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა

ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, – მხარდაჭერა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა დღეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი რიგაში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრით დაიწყო. საქართველოს მთავრობის მეთაურს ანდრის ბერზინშმა ლატვიის პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი, სამეზობლო პოლიტიკის მომავალი, საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ლატვიასთან ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება, საუბრის მთავარი თემები იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა ანდრის ბერზინშს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ წვლილს, როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ლატვიის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. აღინიშნა, რომ 2015 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა. პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველომ 2015 წელს უმასპინძლოს ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომას, რაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას შეუწყობს ხელს.

banner
წინა სტატიაშიადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ეროვნული ბანკის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა
შემდეგი სტატიარიგის სამიტი და დასკვნით დეკლარაციაში ბოლო მომენტში ჩამატებული ფრაზა