ირაკლი ღარიბაშვილმა ტაავი რიივასს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონელ კოლეგა, ტაავი რიივასს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

“საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ირაკლი ღარიბაშვილმა ტაავი რიივასს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა”, – აცხადებენ საქართველოს პრემიერის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები 1-ელ მარტს გაიმართა, რომელშიც მმართველმა “რეფორმების პარტიამ” გაიმარჯვა”.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს დაზვერვა: პუტინი მარიუპოლის აღებას აპირებს
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილი: გიორგი ქადაგიძე ზურაბ ადეიშვილის დავალებით მოქმედებს