ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში თხილის ქარხანა მოინახულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სამეგრელოს რეგიონს სტუმრობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში მდებარე თხილის ქარხანა მოინახულა.

შპს “ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის” მიერ დაფუძნებულ ქარხანა 2013 წელს აშენდა და მასში 300 000 აშშ დოლარის მოცულობის ქართული ინვესტიცია განხორციელდა. წარმოების განვითარების მიზნით, ქარხანამ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მოიპოვა 782 000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება. საწარმომ შეძლო შეესყიდა თანამედროვე, უახლესი მოსახალი და შესაფუთი მანქანა-დანადგარები, ძირითადი საჭირო, საწარმოო აღჭურვილობები და ნედლეული.

ქარხანაში იწარმოება თხილის გული, მოხალული თხილი, ბლანშირებული თხილი და აგრეთვე ინოვაციური თხილის პროდუქტი-მოხალული, დამარილებული თხილი ნაჭუჭით.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანისთვის გაუგებარია, რატომ ჭიანურდება პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მისვლა
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე: საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინვესტიციების შემოდინება