ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის შექმნა დაავალა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს კახეთის გუბერნატორთან ერთად სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის შექმნა დაავალა.
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სტიქიის შედეგად კახეთის რეგიონსა და რაჭაში 1300 ოჯახს დაუზიანდა საცხოვრებელი სახლები.
გარდა შტაბის შექმნისა, მან ასევე ფინანსთა მინისტრს დაავალა, რომ გამონახოს საჭირო სახსრები სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.
“ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოსახლეობას, ამ 1300 ოჯახს, ვისაც დაუზიანდა სახლი ყველაფერი უნდა გავუკეთოთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: ლარის კურსი აუცილებლად დასტაბილურდება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არაფერი განსაკუთრებული გუშინ ჩვენს ბაზარზე არ მომხდარა