ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” წარმატებით განხორციელებისთვის ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილს და მის გუნდს, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.
საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” პროგრამა – “აწარმოე საქართველოში” ერთი წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა მოკლედ მიმოიხილა, საიდან დაიწყო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.
“როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დავიწყეთ აქტიურად მეწარმეობის განვითარება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ეს არაერთ ანგარიშში არის ასახული, მათ შორის მსოფლიო ბანკის და სხვა, რომ ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამოწვევა არის უმუშევრობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, სოფლის მეურნეობის განვითარება და სწორედ ამიტომ ჩვენ დავიწყთ პირველ წელს იაფი აგროკრედიტის განვითარება. 130-ზე მეტი საწარმოა დღეისთვის დაფინანსებული და 600-ზე მეტი საწარმოა გადაირაღებული. ჯამში ჩვენ 900 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სექტორში. ამას გარდა ჩვენ ძალიან წარმატებით დავიწყეთ თანამშრომლობა საბანკო სექტორთან და ზოგადა ბიზნესთან. გასულ წელს, როდესაც უკევ სამრეწველო დარგების განვითარება დავიწყეთ, ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელსაც დავარქვით ძალიან კარგი სახელი -“აწარმოე საქართველოში”. ეს არის გაგრძელება იმ ინიციატივის, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა მთავრობამ დაიწყო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველებს სალაროებამდე მისვლა სპეციალური ბილიკებით მოუწევთ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: დამკვიდრებული აზრი, რომ საქართველო არის ღარიბი ქვეყანა, ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები და ა.შ. არის მცდარი