ირაკლი ღარიბაშვილი ჯო ბაიდენს შეხვდება

მიუნხენში უსაფრთხოების 51-ე კონფერენცია იხსნება, რომელსაც საქართველოს პრემიერ- მინისტრიც დაესწრება.

კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემა უკრაინის კრიზისია. ლიდერები ყურადღებას დაუთმობენ ტერორიზმთან ბრძოლას და ირანის ბირთვულ პროგრამას.

კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდება. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული და სამომავლო ურთიერთობები იქნება განხილული.

კონფერენცია გერმანიაში 3 დღე გაგრძელდება. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი უკრაინაში მიმდინარე პროცესები იქნება. კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსაც ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშილეიბორისტები “შუღლის შესახებ” კანონპროექტს აკრიტიკებენ
შემდეგი სტატია“კანონით ყველა კმაყოფილი ვერ იქნება,” – თინა ხიდაშელი “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე