ირაკლი ღარიბაშვილი – ჯარზე შეტევა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობაა

„პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ აქვს ალტერნატივა“-ღარიბაშვილი უკრაინის კონფლიქტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მიმდინარე კამპანიას ანტისახელმწიფოებრივ კამპანიად აფასებს.
როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს არის მიზანმიმართული შეტევა ჯარის წინააღმდეგ.

“ის რაც ხდება ბოლო პერიოდში არის მიზანმიმართული შეტევა სამართალდამცავ ორგანოებზე – თავიდან დაიწყეს პოლიციაზე შეტევით, ახლა კი გადავიდნენ ჯარზე. ეს არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა. ამას სჭირდება ძალიან კარგი გაანალიზება და სწორი შეფასება როგორც პოლიტიკოსების, ისე საზოგადოების მხრიდან. ყოვლად დაუშვებელია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ამგვარ დისკრედიტაციის მცდელობას ჰქონდეს ადგილი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე აზრით, ყველას ვინც ამას ჩადის, ადრე თუ გვიან, სათანადო პასუხი გაეცემა.
“გამოკვეთილია და სახეზეა ყველა ის პირი ვინც ამას ღიად და დაუფარავად სჩადის. ვფიქრობ, მათ ადრე თუ გვიან, გაეცემა სათანადო პასუხი. ის კამპანია, რაც ააგორეს მინისტრ ჯანელიძის წინააღმდეგ არის ყოვლად დაუშვებელი. ჯარი, პოლიცია, სპეცსამსახურები დღეს არის აბსოლუტურად დეპოლიტიზებული. მინდა ყველას მივმართო უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ განცხადებების გაკეთებას”, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიმინსკის შეხვედრა დასრულდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის სამინისტროში კეზერაშვილისა და ახალაიას კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა