ირაკლი ღარიბაშვილი: წინა მთავრობის დროს მთელი სანაპირო დაცვა იყო იგნორირებული

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

წინა მთავრობის დროს მთელი სანაპირო დაცვა იყო იგნორირებული, ამ მიმართულებით არავითარი საქმიანობა არ გაწეულა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომის გახსნის დროს განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო, რომელიც არ ზრუნავს საკუთარი საზღვრის გაძლიერებაზე, საკუთარ მესაზღვრეებზე, საუბარი იმაზე, რომ თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაზე მიდის ზრუნვა, ზედმეტია.
“ჩვენ ამის მომსწრე ვიყავით სამი წლის წინ. მანამდე ჩვენ ვიხილეთ, რომ წინა მთავრობის დროს მთელი სანაპირო დაცვა იყო იგნორირებული, არავითარი საქმიანობა არ გაწეულა ამ მიმართულებით. მე ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ აშშ-ის დახმარება გვქონდა და სათანადო ყურადღება არ ექცეოდა წინა მთავრობის დროს. ასევე, მინდა გითხრათ 100-ზე მეტი მცურავი საშუალება, გემები იქნა გასხვისებული, რაც ვფიქრობ, არის ძალიან დიდი დანაშაული. ჩვენ გვსურს, დღეს დავისახოთ მიზნად, რომ შევქმნათ ძლიერი საზღვაო ფლოტი, სანაპირო დაცვა გახდეს თანამედროვე მოდერნიზებული. გვჯერა, რომ სანაპირო დაცვის გაძლიერება და საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეს იქნება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. მინდა, მადლობა ვუთხრა შს მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს. მინდა, მადლობა ვუთხრა სასაზღვრო პოლიციის უფროსს გამეზარდაშვილს, რომელიც პირნათლად და უანგაროდ იცავს ჩვენი ქვეყნის საზღვარს. მადლობა ჩვენი ქვეყნის დამცველებს. სახელმწიფოებრიობის გამტკიცება დამოკიდებულია თითოეული მათგანის პროფესიონალიმზე. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებლი სახელმწიფოს გასაძლიერებლად. დარწმუნებული ვარ, სწრაფად დავძლევთ ამ სირთულეებს და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, აშშ-სა და ევროკავშირის დახმარებით ჩავდგებით მოწინავეთა რიგში”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი სახელმწიფოს, აშშ-სა და საქართველოს შორის განხორციელებული წარმატებული პროექტის საზეიმოდ გახსნაა.
“ეს არის განსაკუთრებული დღე, რადგან ჩვენ შევიკრიბეთ ბათუმში, რომ გავხსნათ თანამედროვე ნავმისადგომი, რომელიც მთლიანად დაფინანსებულია ჩვენი მეგობარი ქვეყნის – აშშ-ის მთავრობის მიერ. ამიტომ მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, საელჩოს თითოეულ თანამშრომელს, ასევე თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ხელმძღვანელობას, სააგენტოს წარმომადგენლებს, აშშ-ის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობას, აგრეთვე საქართველოში საფრთხეების შემცირების სააგენტოს და ექსპორტის კონტროლის, სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოს სანაპირო დაცვა გახდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ეფექტიანი და მაღალპროფესიული”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განმარტებით, სამი წლის განმავლობაში სასაზღვრო პოლიციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მოხდა სანაპირო დაცვის ფლოტის მოდერნიზაცია.
“ჩვენი მეგობარი სახელმწიფო ამერიკა მუდმივად გვიდგას მხარში, რამდენიმე ათეულ და ასეული მილიონი დოლარის დახმარება აქვს მიღებული პირდაპირი და არაპირდაპირი სახით ჩვენ მთავრობას, ჩვენს ხალხს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერმა მიმართა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელსაც.
“მინდა, კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო თქვენს მიერ დაფინანსებული პროექტი ბატონო ელჩო, ეს არის დიდი დახმარება ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის. მინდა გითხრათ, რომ აშშ-ს მთავრობა მხარში გვიდგას იმისთვის, რომ საქართველოს სანაპირო დაცვა იყოს ისეთი, როგორიც ჩვენ გვეკადრება, როგორიც აქვთ წამყვან საზღვაო სახელმწიფოებს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ის სტანდარტები, რომლების არის დამკვიდრებული წამყვან სახელმწიფოებში, დავნერგოთ საქართველოში. ჩვენ აშშ გვეხმარება იმისთვის, რომ მომზადდეს კადრები, მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოხდეს შესაბამისი აღჭურვა და არსებული სანაოსნო საშუალებების მოდერნიზება. 2013 წლის 2 აპრილს რიჩარდ ნორალნდმა და მე, მაშინ შსს მინისტრი ვიყავი, საფუძველი ჩავუყარეთ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების ცენტრის მშენებლობას. დღეს ცენტრი უკვე გამართულია და აბსოლუტურად თანამედროვეა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობეიქტების და სასაზღვრო რეჟიმის განმახორციელები კოორდინირებულ სამსახურში. დღევანდელი დღე არის წარმატებული მაგლითი ჩვენი თანამშრომლობის და მეგობრობის”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში დენის ტარიფი გაძვირდა
შემდეგი სტატიააშშ რუსული კომპანიების წინააღმდეგ ირანის, სირიის და კორეის მომარაგებისთვის სანქციებს აწესებს