ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახელმწიფო მდივანმა პეკინში მიიწვია

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახელმწიფო მდივანმა პეკინში მიიწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილება განხორციელდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახელმწიფო მდივანმა პეკინში მიიწვია. როგორც “თაიმერს” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა იან ცზეჩთან მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა საქართველო–ჩინეთის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
განიხილეს ახალი აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივები. ჩინურმა მხარემ თბილისში დაგეგმილი ახალი აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მზაობა გამოთქვა. ჩინეთის სახელმწიფო მდივნის, იან ცზეჩის განცხადებით, აბრეშუმის გზის კონცეფციაში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით ჩინეთს მიღებული აქვს გადაწყვეტილება და მზადდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც ახლო მომავალში გაფორმდება.
გამოითქვა კმაყოფილება ორი ქვეყანის ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა სავაჭრო–ეკონომიკურ თანამშრომლობას და ჩინეთიდან საქართველოში ინვესტირების კუთხით არსებულ დიდ პოტენციალს.

ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახელმწიფო მდივანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

banner
წინა სტატიაშიკრემლში პუტინი-მერკელი-ოლანდის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო
შემდეგი სტატიაამერიკისა და ევროპის ქვეყნების ყალბი ვიზების დამზადებაში ეჭვმიტანილები დანაშაულს აღიარებენ