ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ პრაქტიკულად ყველა გახმაურებული საქმე გამოვიძიეთ

არ ვთვლი, რომ აუცილებელია მთავრობის წევრების დასწრება პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის დროს

ჩვენ  პრაქტიკულად ყველა გახმაურებული საქმე გამოვიძიეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. მისივე განმარტებით, რამდენიმე საქმე იყო გამოსაძიებელი და ერთ-ერთი სწორედ აღნიშნულ საქმეს შეეხებოდა.

“დაველოდოთ დღეს პროკურატურის ინფორმაციას, ოფიციალური განცხადება იქნება გაკეთებული. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ შეფასებას, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ სათავეში მოსვლის შემდეგ პრაქტიკულად ყველა გახმაურებული საქმე გამოვიძიეთ, დარჩენილი იყო რამდენიმე საქმე, ეს გახლდათ ერთ-ერთი მათგანი.სამწუხაროდ, მძიმე მემკვიდრეობა გვერგო და მათი გამოძიება იყო აუცილებელი. ბევრი საქმის გამოძიება დასრულების სტადიაშია, რჩება ერთ-ორი გახმაურებული საქმე, რომელიც გამოძიების პროცესშია და ძალიან მალე დასრულდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიახელისუფლებამ საკუთარი უნიათობა კიდევ ერთხელ დაადასტურა