ირაკლი ღარიბაშვილი ფრანგ, ტუნისელ და კუვეიტელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს იმ მსხვერპლის გამო, რომელიც საფრანგეთში, ტუნისსა და კუვეიტში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს მოჰყვა. ამის შესახებ “თაიმერს” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
“გულწრფელად ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე სრულიად ფრანგ, ტუნისელ და კუვეიტელ ხალხს. ტერორიზმი არის უდიდესი გამოწვევა, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება და რომელიც თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობასა და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორი ქვეყნების გვერდით, რომლებიც მსოფლიოში ძალადობისა და ტერორიზმის აღმოსაფხვრელად იღწვიან. კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვგმობ ძალადობისა და ტერორიზმის ყოველგვარ გამოვლინებას”, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშირაქში 30 ჰექტარზე მეტი ხორბლის ყანა დაიწვა
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი – როდესაც რაღაცას გირჩევენ და არ ითვალისწინებ, ხანდახან მეგობრები ბრაზდებიან