ირაკლი ღარიბაშვილი: ფესტივალის დასრულებისთანავე, ოლიმპიურ სოფელს საჩუქრად გადავცემთ დევნილებს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც “თბილისი 2015” დასრულდება, ოლიმპიური სოფელი დევნილებს საჩუქრად გადაეცემათ.

მისივე თქმით, მთავრობა ღირსეულად ჩაატარებს ამ ფესტივალს. პრემიერმა ფესტივალში მონაწილეებს და სტუმრებს ოლიმპიური სოფლის გახსნა მიულოცა.

“ფესტივალის დასრულებისთანავე, ოლიმპიურ სოფელს საჩუქრად გადავცემთ დევნილებს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა, რომ ჩვენი დევნილები, საკუთარ ტერიტორიაზე, 25 წელი დევნილობაში ცხოვრობენ, მაგრამ მე მჯერა, რომ მოვა დღე, როცა ასეთ არაჩვეულებრივ კომპლექსებს ცხინვალსა და აფხაზეთში ავაშენებთ და ყველა ერთად ვიზეიმებთ ძალიან ბევრ ღონისძიებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში ბანკები გაიხსნა
შემდეგი სტატიაოლიმპიური სოფელს ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს