ირაკლი ღარიბაშვილი: უკეთესი მომავლის იმედითა და რწმენით შევეგებოთ შობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას შობის დღესასწაული სოციალური ქსელით მიულოცა. პრემიერმა მილოცვაში შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო!
ქრისტეს შობა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ჩვენთვის. ეს სიკეთის, სიყვარულისა და სათნოების დღესასწაულია, მაცხოვრის შობა ახლის დაბადებისა და განახლების სიმბოლოა. ამიტომაც უკეთესი მომავლის იმედითა და რწმენით შევეგებოთ შობას. ყველას გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, თქვენი ოჯახების კეთილდღეობას. გვფარავდეს უფალი”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: დღეს ჩვენს სულებში იბადება ყველაზე სუფთა საწყისი სიყვარულის