ირაკლი ღარიბაშვილი: უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფუნქცია ექნება ათონელის რეზიდენციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობაში ჯერ არ უმსჯელიათ რა ფუნქცია მიენიჭება ათონელის რეზიდენციას.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ათონელის რეზიდენცია აშენდა და გარემონტდა პრეზიდენტისთვის, მაგრამ ვინაიდან პრეზიდენტმა იქ გადასვლაზე უარი თქვა, მთავრობას ჯერ არ უმსჯელია იმაზე, თუ რა განთავსდება აღნიშნულ შენობაში.
“უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა განთავსდება, რომელი სამინისტროები თუ რა ფუნქცია მიენიჭება ამ ობიექტს”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში შიმშილის საფრთხეა და პროდუქტებზე საბარათე სისტემას ითხოვენ
შემდეგი სტატიაშსს გურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პატიმრის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს