ირაკლი ღარიბაშვილი: სწორედ ციფრები და გაკეთებული საქმეები მიუთითებენ ჩვენს წარმატებაზე

ციფრები და გაკეთებული საქმეები მიუთითებენ ჩვენს წარმატებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” განაცხადა , სადაც ჯანდაცვის სერვისებით საგრებლობის საკითხზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია იმართება.
პრემიერის განმარტებით, კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოს უკვე აქვს საუკეთესო მაჩვენებლები ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით.
“სწორედ ციფრები და გაკეთებული საქმეები მიუთითებენ ჩვენს წარმატებაზე: ერთ წელიწადში თითქმის 20%-ით შემცირდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა პირადი დანახარჯები სამედიცინო მომსახურებაზე, ასევე 2010 წელთან შედარებით 2014 წელს ავადმყოფობის გამო მოსახლეობა სულ უფრო ხშირად აკითხავდა სამედიცინო დაწერსებულებას, შემცირებულია თვითმკურნალობის მაჩვენებელი, განახევრდა იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც უარს ამბობენ სამედიცინო მომსახურებაზე თანხის უქონლობის გამო, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობამ შეძლო უმთავრესი – ხალხს აქვს იმედი, რომ სახელმწიფო გვერდში უდგას.
“საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა და ჩვენ გვიხარია, რომ ეს მოვახერხეთ. ეს არის ჩვენი მთავრობის 24-საათიანი მუშაობის შედეგი. ჩვენ შევძელით უმთავრესი – ხალხს აქვს იმედი, რომ სახელმწიფო გვერდში უდგას და რომ მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ბოლომდე გავყვებით აღებულ კურსს, ამ პროგრამას უფრო დავხვეწთ და დამატებითაც განვახორციელებთ სხვა პროექტებს, რომლებიც ქვეყანაში ჯანდაცვის გამართული სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს”, – მიმართა პრემიერმა პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია საბაზისო სამედიცინო მომსახურებით
შემდეგი სტატიაGoogle-ის რუკაზე თბილისის მონაცემები სრულად განთავსდა