ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა

პრემიერმა და სახელმწიფო რწმუნებულებმა შეხვედრაზე რეგიონებში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

მთავრობის მეთაური კახეთში ჩატარებული რთველის შედეგებით დაინტერესდა და, ასევე, რაჭაში მიმდინარე რთველზე ინფორმაცია მოისმინა.

საუბარი შეეხო რეგიონებში ზამთრის სეზონისთვის მზადების პროცესს.

გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი გია ბარამიძეს სიცრუეში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია“საგარეჯოს რაიონის პოლიციის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს”