ირაკლი ღარიბაშვილი: სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მე-13 კორპუსს დანგრევის საფრთხე არ ემუქრება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წყნეთის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მდინარე ვერეს კალაპოტი შეეცვალა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, წყლის ნაკადს, ნაპირთან, რომლის ჩამოშლის საფრთხე არსებობდა, უშუალო შეხება აღარ აქვს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ხვალ შეტანილი იქნება ინერტული მასალები ნაპირის გასამაგრებლად. ღარიბაშვილის ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ამ ეტაპზე, წყნეთის ქუჩაზე მდებარე მე-13 კორპუსს დანგრევის საფრთხე არ ემუქრება.
“ნაპირსამაგრი სამუშაოების შემდეგ აღნიშნული საფრთხე სრულად იქნება ნეიტრალიზებული. ასე რომ, მოსახლეობას შეეძლება დაბრუნდეს საკუთარ საცხოვრებელ ბინებში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ დღეს გაავრცელა განაცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ წყნეთის ქუჩის #13 კორპუსში მცხოვრები 11 ოჯახი საკუთარი საცხოვრებელი ბინების დატოვებაზე უარს აცხადებს.

banner
წინა სტატიაშივანო პავლიაშვილი: წვიმით დაწერილი ისტორია…
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის ინფორმაციით სარეაბილიტაციო სამუშაოები დილის 6 საათიდან განახლდება