ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

შეხვედრაზე ეკონომიკური პროცესები და მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

ამასთან, მხარეებმა რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე და იმ ძირითად ფაქტორებზე იმსჯელეს, რომლებმაც ზეგავლენა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკაზე მოახდინეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მისიის ფარგლებში, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან ერთად, მოხდება საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, მაკროეკონომიკური პარამეტრების შეფასება და რისკების ანალიზი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკური მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” ერთსულოვანი განწყობა არ არსებობს
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატების” მხარდაჭერის გარეშე მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის საკითხი ჩავარდებოდა”