ირაკლი ღარიბაშვილი: “რუსთავი2”-ის მესაკუთრეობის საკითხი კერძო დავაა და მთავრობის ჩართულობა ამაში ნულის ტოლია

ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ყოველგვარი სამართლიანობის აღდგენის მომხრეა, თუმცა ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებული საკითხი კერძო დავაა და მთავრობის ჩართულობა ამაში ნულის ტოლია.
ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხზე მას არავითარი ინფორმაცია არ აქვს, გარდა იმისა, რაც გუშინ გავრცელდა – ქიბარ ხალვაში თავისი დარღვეული უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართავს.
“ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თავისუფალი მედიის განვითარებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. მე ვფიქრობ, ამ სამი წლის განმავლობაში ყველამ ნახა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მედიის განვითარებას და მედია დღეს აბსოლუტურად თავისუფალია. სხვა შემთხვევაში, ჩვენ რომ სხვა განზრახვა გვქონოდა, ეს პროცესები ასე არ გაგრძელდებოდა. რაც შეეხება კონკრეტულ დავას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ მე, როგორც მოქალაქე და პრემიერ-მინისტრი მომხრე ვარ ყოველგვარი სამართლიანობის აღდგენის, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტს. მთავრობის ჩართულობა და როლი, აბსოლუტურად ნულის ტოლია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის წილის დაბრუნების შესახებ სარჩელით მიმართა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: პირადად მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მიუერთდეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ეჭვიც არ მეპარება, რომ შიდა დესტრუქციულ ძალებს არ სურთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება