ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტს უსამართლო და უსაფუძვლო კრიტიკაში ადანაშაულებს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეიზდენტს უსამართლო და უსაფუძვლო კრიტიკაში სდებს ბრალს და მინისტრების პარლამენტში არმისვლაზე განმარტებებს აკეთებს.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მთავრობამ ერთსულოვნად მაშინ მიიღო, რომდესაც გადაწყდა, რომ ქვეყანაში არსებული რელობიდან გამომდინარე სამთავრობო ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო პომპეზური.

„ჩემთვის ცოტა საწყენია, როცა მიუთითებენ გუნდურობაზე და ვისმენთ გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობის მისიმართით პრეიზდენტის მხრიდან. ჩვენ მოსალხეობამ არ აგვირჩია იმისთვის, რომ მოისმინოს პრეზიდენტის კრიტიკა მთავრობისადმი და ჩემი პასუხები ამაზე- ეს არის სირცხვილი და ჩვენ არ გვაქვს ამაზე დროის დახარჯვის ფუფუნება“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ მთავრობის სხდომაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მას არასდროს არ მიმართავდა და ყოველი შეხვედრისა და სატელეფონო ზარის ინიციატორი მარგველაშვილთან სწორედ ის იყო.

banner
წინა სტატიაშიყირიმული ტელეკომპანია ATR-ს ბოლო წუთები (ვიდეო)
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: კოალიციამ საჭიროდ არ ჩათვალა პრეზიდენტის გამოსვლაზე მთავრობის დასწრება