ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 9 თებერვალს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უნგრელი კოლეგის ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც მხარეები ერთმანეთს გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს.
ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმზე. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტრო თანამშრომლობის ოქმს მოაწერენ ხელს.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ასევე შედიან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, უნგრეთს 10 თებერვალს დატოვებს.

banner
წინა სტატიაში„დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ მოკლე ვადაში, რომ უსამართლობა არ ბატონობდეს საზოგადოებაში“
შემდეგი სტატიაინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ პუტინს ტირანი უწოდა