ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ესტუმრა

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციის გახსნას დაესწრო

ახალი სამთავრობო პროექტის “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ესტუმრა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ნუგზარ ყიფიანთან და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან გამართა. სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე პროექტები განიხილეს და რეგიონის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები დაგეგმეს. პრემიერ-მინისტრი საბიუჯეტო სახსრების ათვისების საკითხით დაინტერესდა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინას დაკარგულის დაბრუნება შეუძლია – აცხადებს სააკაშვილი
შემდეგი სტატიაავსტრიამ სომხების გენოციდი აღიარა