ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციის გახსნას დაესწრო

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციის გახსნას დაესწრო

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციის გახსნას დაესწრომიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენცია, სლოგანით “დარღვეული წესრიგი” ოფიციალურად გაიხსნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
როგორც “თაიმერს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მიუნხენში, საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, 20 ქვეყნის მეთაური, 60-ზე მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, 400-ზე მეტი წამყვანი პოლიტიკოსი და ექსპერტი იმყოფება.
მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის დღის წესრიგის მთავარი საკითხებია საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა, უკრაინის კრიზისი, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია და დევნილებთან დაკავშირებით შექმნილი გლობალური პრობლემა.
მიუნხენის კონფერენცია, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნების “თავდაცვის უწყებათა წარმომადგენლების სხდომა”, 1962 წელს დაარსდა და იგი ამჟამად საერთაშორისო ფორუმს წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიარასაპარლამენტო პარტიათა ნაწილი პარლამენტისგან “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის გადადებას ითხოვს
შემდეგი სტატიარემლში პუტინი-მერკელი-ოლანდის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო